ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 03:40 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
4°C clear sky

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა – მედიის ცნობით, 13 წლის ბიჭმა ორი ადამიანი დაჭრა

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო მამა-შვილმა: 59 და 20 წლის მამაკაცებმა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

სააგენტო N12-ის ცნობით, თავდამსხმელი 13 წლის მუჰამედ ალიათია. მედიის ინფორმაციით, დაკავების დროს მოზარდი დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის უკვე დაკითხეს სპეცსამსახურების წარმომადგენელმა.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, პისტოლეტით შეიარაღებული ალიათი შემთხვევის ადგილზე ავტობუსით მივიდა.

გასულ ღამეს აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია სულ მცირე 7 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის