აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის პროექტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
„უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან „ტანაპის“ მილსადენით ტრანსპორტირებული გაზის ექსპორტის 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით და ასევე „ტაპის“ საშუალებით 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი გაზის ექსპორტი“, – აღნიშნა ალიევმა.
ცნობისათვის, სოფია საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის პროექტის გახსნის ცერემონიას მასპინძლობს.