ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 12, 2025 16:37 საათი

თბილისი

Jul 12 - Sat
Tbilisi, GE
35°C clear sky

ილია მეორე: როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი! ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას ავრცელებს, რომელშიც პატრიარქი უახლოესი დღეების დღესასწაულებზე და იმ სიწმინდეებზე წერს, რომლებიც საქართველოშია დაცული.

„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმ. პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, – პეტრე-პავლობა, გილოცავთ!

ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას.

მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.

როგორი მადლით აღსავსე დღეებია!

როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!

ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ.

წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია პატრიარქის დალოცვაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის