ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 03:01 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C broken clouds

ილონ მასკი ამბობს, რომ ის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს

Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

france 24-ის ცნობით, ეს ნაბიჯი მასკმა მას შემდეგ გადადგა, რაც მან გასულ კვირას Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და კომპანიის სხვა მაღალჩინოსნები გაათავისუფლა.

კომპანიის შეძენის შემდეგ მასკმა ცვლილებების სწრაფად განხორციელება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ, მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ჩიტი თავისუფალია“.

მასკმა ასევე პირობა დადო, რომ Twitter-ზე განთავსებული მასალის კონტროლი შემსუბუქდება და მომხმარებლების ნაწილს ბლოკი მოეხსნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის