ილონ მასკი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
მიზეზი მედიაში გამოქვეყნებული სკანდალური ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფოს ქალაქებში ბანდიტური დაჯგუფებები ქალებსა და ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ხელისუფლებას კი ძალადობაზე არა სათანადო რეაგირება ჰქონდა და სისტემური დანაშაულის დამალვას ცდილობდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ არაერთი მწვავე პოსტი გამოაქვეყნა და მწვავედ გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ასევე, უსაფრთხოების საკითხებში მინისტრი ჯეს ფილიპსი.