ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2025 11:16 საათი

თბილისი

May 2 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

ამერიკელმა მილიარდერმა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის აღარ იმუშავებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში. წერს CNBC

„მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასკმა ბევრ რამეზე თქვა უარი და ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდნენ.

„მათ ჩემი მანქანების დაწვა მოსწონთ, რაც კარგი არ არის“, – განაცხადა მასკმა და იგულისხმა კომპანია „ტესლას“ მიერ გამოშვებული ავტომობილების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები.

ტრამპმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელების უმეტესობა პატივს სცემს მასკს და მას მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის