ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 05:26 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
13°C clear sky

იქ, სადაც „ვაგნერის“ დაჯგუფება მონაწილეობს, მეტი სიკვდილი და ნგრევაა – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სუდანში, დაპირისპირების ეპიცენტრში „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები იმყოფებიან.

მისი თქმით, „ვაგნერი“ კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით პრიგოჟინის ჯგუფის ვაგნერის მონაწილეობას სუდანში. „ვაგნერის“ დაჯგუფება აქტიურობს მალიში და ცენტრალური აფრის რესპუბლიკაში ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე. იქ, სადაც „ვაგნერის“ დაჯგუფება მონაწილეობს მეტი სიკვდილი და მეტი ნგრევაა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 15 აპრილის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები