ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:34 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას: სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რადგან ბრძენია. ამ ადამიანებმა, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი და ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ამის შემდეგ, რუსულ კომპანიებს გადასცეს ჩვენი სახელმწიფო აქტივები. ეს არის მარტივი რეალობა. მათი ყოველგვარი აჟოტაჟი სპეკულაციაა, სულ ტყუილად ირჯებიან. მაგალითად, იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ, ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები