ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 23:15 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
7°C clear sky

ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიოში არსებული გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ყველაზე დიდი განსაცდელის, ომის თავიდან არიდება – მცდელობა, რომ კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში გადმოსულიყო, სამწუხაროდ, არ ჩერდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე დიდი გამოწვევის, ომის თავიდან არიდება მოახერხა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მცდელობა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდეს, არ წყდება.

მისივე თქმით, ის უკრაინას მშვიდობას, ომის დასრულებასა და ტერიტორიების დაბრუნებას უსურვებს.

„ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგად, შარშან უპრეცედენტოდ მაღალი, 10,1% ეკონომიკური ზრდა გვქონდა; ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში რეცესია, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობაა. ამ გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის, ომის თავიდან არიდება. მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება. უკრაინის ხელისუფლების განცხადებები ამ თემაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ. მათი მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო. ამ მიზანს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოგზავნა და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რაც, სამწუხაროდ, ახლაც არ წყდება.

მე მინდა ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ერთი რამ ვუსურვო – მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები