საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერში წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.
„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა ბოლო წლებში.
ჩემ ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.