ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 27, 2025 23:22 საათი

თბილისი

Jun 27 - Fri
Tbilisi, GE
23°C clear sky

ირაკლი კობახიძე: კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები – ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის მთავარი

კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა – ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა,

„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში. კეთილსინდისიერება არის მთავარი. ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა – ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა, კეთილსინდისიერება მაინც არის უმთავრესი პრიორიტეტი. პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგები საქმეს, პროფესიონალიზმს არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამთავრობო გუნდის კეთილსინდისიერებაზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მიღწევები ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის