საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ისტორიული წარმატება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიულოცა.
„საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მინდა მივულოცო ისტორიული წარმატება. მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა არის ისტორიული შედეგი, რისთვისაც კალათბურთელებს ჩვენი გუნდის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობას ვუხდი ნაკრების თითოეულ წევრს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ნაკრების კაპიტანს და ლიდერს, თორნიკე შენგელიას, რომელმაც ამ ისტორიულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მადლობა ნაკრების მწვრთნელებს, მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ჩვენს კოლეგას ვიქტორ სანიკიძეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველი კალათბურთელების ყველა თაობის წარმომადგენლებს, რომელთაც საკუთარი ნიჭით და თავდადებით მოიტანეს ქართული კალათბურთის დღევანდელი წარმატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან წარმატებები უსურვა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს და ასევე,