ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 3, 2025 17:18 საათი

თბილისი

Aug 3 - Sun
Tbilisi, GE
37°C clear sky

ირაკლი კობახიძე: შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა – ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას

შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა – ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

მისი თქმით, თვენახევარში უკვე დასრულდება მემორიალის მოპირკეთების სამუშაოები.

„შოვში მოეწყობა მემორიალი, თვენახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. პროექტი მომზადებულია, კიდევ ერთხელ გავეცანით ამ პროექტს და უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისათვის, რომ ჩვენ ამითაც კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის