ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2025 19:01 საათი

თბილისი

Apr 24 - Thu
Tbilisi, GE
24°C few clouds

ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის