ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 16:57 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
26°C scattered clouds

ირაკლი რუხაძე: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ის ბიზნეს გარემო, რომელიც მას აქვს და რომელიც არის ძალიან პოზიტიური. ეს გამოიხატება ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში მიმზიდველი ქვეყანაა საკუთარი მრავალფეროვნებით. მისი შეფასებით, მშვიდობა, რომელიც არის ქვეყანაში შენარჩუნებული, კარგ საინვესტიციო გარემოს ქმნის.

ირაკლი რუხაძემ ისაუბრა იმ მაჩვენებლებსა და ინდექსებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ის ბიზნეს გარემო, რომელიც აქვს და რომელიც არის ძალიან პოზიტიური. ეს გამოიხატება ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში. მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს – ეყრდნობა 5 წელს ნამდვილ ინფორმაციას და 5 წელს პროგნოზს, რომ ჩვენ ვართ მეორე [ეკონომიკური] ზრდის მიხედვით მსოფლიოში, 200 ქვეყნიდან.

ბიზნესის სიმარტივის ინდექსში მსოფლიოს პირველ ათეულში შევდივართ, კორუფციის ინდექსით ბევრ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ უკვე წლების განმავლობაში. გამჭვირვალობის ინდექსით, ჩვენ გვაქვს ძალიან ადვილად გასაგები და ადმინისტრირებადი საგადასახადო სისტემა, ანუ ის, თუ როგორ ერევა სახელმწიფოს შენს ცხოვრებაში.

ამიტომ ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, რომ აქ ბიზნესი აკეთო. გვაქვს კიდევ ძალიან კარგი შესაძლებლობები, რა ინდუსტრიებში უნდა დააბანდო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან, სხვადასხვა რესურსიდან გამომდინარე – იქნება ეს წყალი, ენერგია, ბევრი სხვადასხვა რამ. ვამბობ ხოლმე, მადლობა ღმერთს, რომ არ გვაქვს ნავთი, გაზი და სხვადასხვა ასეთი ბუნებრივი რესურსი, რომელიც მერე ძალაუფლების და სიმდიდრის კონცენტრაციას მოახდენდა ერთ ხელში ან ორ ხელში“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული.

„ჩვენ ვართ საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკა. სადაც გვიჭირს არის ის, რომ პატარები ვართ და ძალიან ბევრი ადამიანი როცა უყურებს, რომ მოსახლეობა გყავს 3,8 მილიონი, ამბობს, რომ რაღა იქ წავიდე და იქ დავხარჯო ენერგია და სახსრები, წავალ და შევალ იქ, სადაც 30 მილიონი არის მოსახლეობა.

საქართველოს აქ რა შეუძლია გააკეთოს, არ ვიცი, თუმცა, ერთ-ერთი, რაც ალბათ შეუძლია არის ის, რასაც აქ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ მეზობლებთან, პატარა მეზობლებთან, რომლებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, მათთან ერთად, რაღაც გაერთიანებული სივრცე შევქმნათ ინვესტიციებისთვის, ერთი ინვესტიციით, იქნება ეს სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ საქართველოში სამჯერ, ოთხჯერ უფრო დიდ მოსახლეობას მოიცავს ის ინვესტიცია. ამაზე ალბათ, უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მშვენივრად ვვითარდებით და ეს ჩანს ჩვენს ზრდაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ 50%-ით ვიზრდებოდეთ, მაგრამ იმ პროცენტებით, რომლითაც ვიზრდებით მშვენივრად მივდივართ. ასე რომ რაღაც განსაკუთრებული არ გვჭირდება“, – განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძე თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) დაესწრო.

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის