ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 17, 2025 18:31 საათი

თბილისი

Aug 17 - Sun
Tbilisi, GE
25°C few clouds

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს „კანონიერი საფუძველი არ გააჩნია“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმის შეცვლა ქვეყანაში ხალხის ნების შედეგი უნდა იყოს და არა „ბომბების“.

„ამ დარტყმებს არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იზიარებს მიზანს – არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

„მე მჯერა ხალხთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხალხის ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილება მათი ლიდერების შეცვლაზე“, – დასძინა მაკრონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის