ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 17:30 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
17°C clear sky

ირანის უზენაესმა ლიდერმა ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 4 თვიანი პროტესტის შემდეგ პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ახლად დანიშნული პოლიციის უფროსი აჰმაზრეზა რადანი 2008 წლიდან 2014 წლამდე პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

Iran International-ი წერს, რომ აჰმაზრეზა რადანი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომიტინგეების დარბევასა და „მორალის პოლიციის“ შექმნაში მონაწილეობდა.

მედიასაშუალების ცნობით, რადანი სამართალდამცავი ძალების სტრატეგიული კვლევების ცენტრსაც ხელმძღვანელობდა.

აიათოლა ალი ხამენეიმ რადანს მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს პოლიციის მუშაობით.

ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ირანის „ზნეობის პოლიციამ“ ქალებისთვის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის „არასათანადო“ შეუსრულებლობის გამო დააკავა.

აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე  517 მომიტინგე და დაკავებულია 19200-ზე მეტი ადამიანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები