ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 4, 2022 21:03 საათი

თბილისი

ოქტ 4 - სამ
Tbilisi, GE
21°C clear sky

ირანში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

ირანში მასშტაბური დემონსტრაციების გამართვა გრძელდება. ქვეყანაში დემონსტრაციები მას შემდგე დაიწყო, რაც „ჰიჯაბის არასათანადოდ ტარების“ გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა.

ირანში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან, თმას იჭრიან და სკანდირებენ „სიკვდილი დიქტატორს!“.

აქციების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები