ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ფორმულაზე“ დაწყებულ ახალ გადაცემას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გადაცემის წამყვანი მიშა მშვილდაძე ცნობილია სიძულვილის ენის და ბილწსიტყვაობის გავრცელებით.
მისივე შეფასებით, ჟიურიში წამყვან სამში ერთ სკამს იკავებს ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ქართველიშვილი უსამშობლო იდიოტს უწოდებს, რომლისთვისაც გვარამია გმირია, ხოლო ერეკლე მეფე და დავით აღმაშენებლის შთამომავლობა მოღალატე.
ქართველიშვილი დაინტერესდა, რატომ უნდა IRI-ს, რომ ქართველმა ხალხმა იფიქროს, ეს ინსტიტუცია აფინანსებს მოღალატეებს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„საინტერესო გადაცემა დაიწყო IRI-ის დაფინანსებით „ფორმულაზე“. გადაცემის ანოტაცია გვამცნობს, რომ მისი მიზანია მოიძიონ ახალგაზრდა ლიდერები, რომლებსაც უნდათ ქვეყანაში „ცვლილებები“. ეს ფაქტი იქით იყოს და გადაცემა მიჰყავს პიჯაკში „გახვეულ“ მშვილდაძეს, რომელიც ცნობილია სიძულვილის ენის და ბილწსიტყვაობის გავრცელებით, ხოლო ჟიურიში წამყვან სამში ერთ სკამს იკავებს ლევან ბერძენიშვილი. უსამშობლო იდიოტი, რომლისთვისაც გვარამია გმირია, ხოლო ერეკლე მეფე და დავით აღმაშენებლის შთამომავლობა მოღალატე. რატომ უნდა IRI-ს, რომ ქართველმა ხალხმა იფიქროს, ეს ინსტიტუცია აფინანსებს მოღალატეებს ჩვენ ქვეყანაში, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ლევან ბერძენიშვილი და მიშა მშვილდაძე ტალახიანი ღორები და კეთროვანი ადამიანები არიან, მე მათი გაკეთებული რევოლუცია“, – წერს დავით ქართველიშვილი.