ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 2, 2025 14:47 საათი

თბილისი

Jun 2 - Mon
Tbilisi, GE
25°C clear sky

ისრაელის საგარეო უწყება: პრეზიდენტ მაკრონის ჯვაროსნული ლაშქრობა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ისრაელის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ, თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკას არ შეცვლის.

„პრეზიდენტ მაკრონის ჯვაროსნული ლაშქრობა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება. ფაქტები მაკრონს არ აინტერესებს. არანაირი ჰუმანიტარული ბლოკადა არ არსებობს. ეს არის აშკარა ტყუილი. ისრაელი ამჟამად ხელს უწყობს ღაზაში დახმარების შესვლას. ამ კვირაში ისრაელიდან ღაზაში თითქმის 900 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შევიდა. ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა, რომელმაც ამ კვირაში დაიწყო ფუნქციონირება, უკვე დაარიგა ორი მილიონი საკვები და ათიათასობით დახმარების პაკეტი.

მაგრამ ჯიჰადისტ ტერორისტებზე ზეწოლის ნაცვლად, მაკრონს სურს, დააჯილდოოს ისინი პალესტინის სახელმწიფოს შექმნით. „ჰამასმა“, თავის მხრივ, უკვე შეაქო მაკრონის განცხადებები. „ჰამასმა“ იცის, რატომ“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის