ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 00:33 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
23°C clear sky

ისრაელმა იემენში იერიში განახორციელა

ისრაელმა იემენში იერიში მიიტანა პორტზე, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებენ. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაშია აღნიშნული, ეს მათი მხრიდან, ჰუსიტების თავდასხმებზე პასუხია.

მათივე თქმით, აღნიშნული პორტი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა, რადგან სწორედ იქიდან ხდებოდა „ტერორისტების იარაღით მომარაგება“.

„მოიერიშე თვითმფრინავებმა ჰუთის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს იემენის ალ-ჰუდაიდას პორტის მიდამოში, რაც ბოლო თვეებში, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ასობით თავდასხმის პასუხს წარმოადგენს“, – აცხადებენ IDF-ში.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, იერიში მიზნად ისახავდა ტერორისტებისთვის ირანული იარაღის მიწოდების შეფერხებას და ფინანსური ზიანის მიყენებას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები