დალასში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Colossal Biosciences-ის თანახმად, მათ შეძლეს 12,500 წლის წინ გადაშენებული მგლის სახეობის აღდგენა.
მათი გამოყვანა გენური ინჟინერიის საშუალებით, უძველესი ნამარხების გენური მასალის კოპირებით გახდა შესაძლებელი.
- ეს არის “მსოფლიოში პირველი წარმატებით გადაშენებული ცხოველის” გენეტიკის აღდგენა.
მეცნიერებმა შექმნეს სამი მგლის ლეკვი უძველესი დნმ-ის, კლონირებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით . ჰიბრიდული სახეობა გარეგნულად ძალიან წააგავს თავის გადაშენებულ წინამორბედს.
-
მგლის სახეობა Direwolf სერიალ Game of Thrones-შია წარმოდგენილი. ის იყო დიდი ზომის, ნაცრისფერი შეფერილობის მტაცებელი, რომელიც ოდესღაც ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდა.
“ეს სახეობა უფრო დიდი იყო, ვიდრე რუხი მგლები და ჰქონდათ ოდნავ განიერი თავები, მსუბუქი, სქელი ბეწვი და ძლიერი ყბები“, – აცხადებენ კომპანიაში.
კლონირებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უძველესი დნმ-ის 90%-ზე მეტს ემთხვევა, სამი მგლის ბელი დაიბადა. ორი მამალი – რომულუსი და რემუსი და ერთი მდედრი – ხალესი.
მგლები კონტროლირებად და უსაფრთხო თავშესაფარში იცხოვრებენ.
კომპანია Colossal-ს ეკუთვნის, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს მამონტების დედამიწაზე დაბრუნებაზე.