ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 01:37 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ჯორჯია მელონი დღეს ფიცს დადებს

ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

პრეზიდენტის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ფიცს დღეს დადებს. ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე საათით ადრე, 45 წლის მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ერთხმად სთხოვეს პრეზიდენტ სერჯიო მატარელას, მისთვის ქვეყნის მართვის მანდატი მიენიჭებინა.

შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები