უკრაინული პარტიის, „ბატკივშინას“ ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეშფოთებულია გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის, ბრუნო კალის განცხადების გამო, რომელმაც გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, თუ ომი უკრაინაში ადრე დასრულდება, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ რესურსებს უფრო მალე მიმართავს და შეეცდება ევროპის ერთიანობის გამოცდას.
იულია ტიმოშენკომ დაწერა, რომ კალმა პირველად ღიად დაადასტურა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთის დასუსტებასა და ევროპის დაცვას უკრაინისა და უკრაინელების სიცოცხლის ფასად ცდილობს.