ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 01:57 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C clear sky

„ჯანდაბას… მიუხედავად თანხის დაკარგვისა, ვაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას“ – ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტვიტერზე წერს, რომ მიუხედავად ხარჯებისა, კომპანია გააგრძელებს სატელიტური კავშირის Starlink-ის საფასურის გადახდას უკრაინისთვის.

„ჯანდაბას… მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ი კვლავ კარგავს თანხებს, ხოლო სხვა კომპანიები გადასახადის გადამხდელებისგან მილიარდებს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას“, – წერს მასკი.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასკი აღარ აპირებდა დაფინანსების გაგრძელებას. ასევე, იწერებოდა, რომ მასკი პენტაგონს სთხოვდა, საკუთარ თავზე აეღო სათანამგზავრო კავშირის ტერმინალების დაფინანსება.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის