აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინისთვის Bradley-ს საბრძოლო მანქანების გაგზავნის საკითხს განიხილავს, რათა ქვეყანას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა აღნიშნული საკითხი, ბაიდენმა უპასუხა, „დიახ, განიხილება“.
Reuters-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, Bradley-ს რამდენი ჯავშანმანქანა გადაეცემა უკრაინას, თუმცა ცნობილია, რომ შეერთებული შტატები ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.
Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის არმია Bradley-ს ჯავშანმანქანებს ჯარისკაცების გადასაყვანად 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებს. აშშ-ის არმიას Bradley-ს ათასობით ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელსაც შეუძლია უკრაინელებს ბრძოლის ველზე დახმარება გაუწიოს.