ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:34 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

ჯოზეფ ბორელი ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე – ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, მათი არჩევანია – ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გააფრთხილა ბელარუსი, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგან ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები.

„ტვიტერზე“ ბორელმა დაწერა, რომ ეს არის „უპასუხისმგებლო ესკალაცია” და „საფრთხე“ ევროპის უსაფრთხეობისთვის.

„ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია.

ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , – დაწერა ბორელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები