„კადიროველები ომის დროს გამოირჩეოდნენ მხოლოდ ვიდეო კადრებით და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკით“, – აღნიშნავენ უკრაინის უშიშროების სამსახურში.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, კადიროველების მთავარი ამოცანაა ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცების დაბრუნება ან მოკვლა. ანუ „გარნიზონის“ ფუნქციას ასრულებენ. თუმცა რუსებს თავისიანად არ მიიჩნევენ, „ტილიანებს“ ეძახიან და სიამოვნებით კლავენ.
საუბრისას აგრესორი მეუღლეს ეუბნება, რომ უკრაინული არტილერია მათ დღედაღამ წვავს და ანადგურებს.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი ჭურვები მტრისთვის! ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას გამარჯვებამდე!“– აცხადებენ უკრაინის უშიშროების სამსახურში.