ეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამჯერად პოლონეთს ემუქრება დენაციფიკაციით და დემილიტარიზაციით. მისი თქმით, როცა რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას წარმატებით დაასრულებს, შემდეგი ქვეყნის ჯერი დადგება. კადიროვის თქმით, მის პირად პრიორიტეტებში პირველი – პოლონეთია.
„ახლა უკვე პოლონეთიც ეხვეწება შტატებს იარაღს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა გაავრცელა ინფორმაცია. უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, ვარშავამ ისიც კი მოახერხა, ამოეწურა საკუთარი სამხედრო რესურსები და ახლა ის სასოწარკვეთაშია.
რა იქნება, თუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთი შემდეგ ქვეყანაში დაიწყებს დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას? უკრაინის შემდეგ რუკაზე ხომ პოლონეთია! არ დავმალავ, პირადად მე მაქვს ასეთი განზრახვა და არაერთხელ განვაცხადე, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მთელ ევროპაში უნდა გაგრძელდეს და პირველ რიგში, პოლონეთის ტერიტორიაზე“, – წერს კადიროვი Telegram-ზე.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვარშავას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეწვევა. პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარჩინ პშიდაჩის განცხადებით, ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ექნება პოლონეთის უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის.