ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 05:09 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

კადიროვმა ჩეჩნეთში გრძელი წვერის ტარება აკრძალა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკაში იმ პირებისთვის, ვინც მეჩეთში არ დადის, გრძელი წვერის ტარება აკრძალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კადიროვმა შესაბამისი განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენთან გრძელ წვერზე მოდა გაჩნდა, ანუ აი, ისეთი, თხის წვერს რომ ჰგავს. და მას იმიტომ კი არ ატარებენ, რომ ილოცონ, არა, ვინც წვერს ალაჰისთვის ატარებს, ის მეჩეთში უნდა დადიოდეს, ხოლო რესტორნებისთვის დრო არ უნდა დარჩეს. ანუ მეჩეთში რომ დადის დიდი წვერით, კი ბატონო, ეს გასაგებია. დანარჩენი რაც ხდება, ეს უკვე პოლიტიკისთვის და საჩვენებლად ხდება“, – განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვმა, ასევე, განაცხადა, რომ ვინც მაისურს ატარებს, როდესაც მისი ზურგი და მუცელი ჩანს, მოკლე, მოვლილი წვერი უნდა ატაროს.

კადიროვმა ასევე ადგილობრივი თანამდებობის პირები გააკრიტიკა და მათ პირადი მიზნებით გადაადგილების დროს სახელმწიფო დაცვის გამოყენებისთვის შენიშვნა მისცა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები