ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 10, 2025 12:22 საათი

თბილისი

Jun 10 - Tue
Tbilisi, GE
27°C clear sky

კალიფორნიის გუბერნატორი ტრამპს ჯარის უპატივცემლობაში სდებს ბრალს

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში არეულობის ჩასახშობად გააგზავნა.

ნიუსომის თქმით, ლოს-ანჯელესში მივლენილი ჯარისკაცები საკვების, წყლისა და საწვავის გარეშე არიან დარჩენილი.

„თქვენ საკუთარი ჯარისკაცები აქ საწვავის, საჭმლის, წყლისა და დასაძინებელი ადგილის გარეშე გამოუშვით. აგერ, ისინი – იძულებულნი არიან იატაკზე, ერთმანეთზე დაიძინონ. თუ ვინმე პატივს არ სცემს ჩვენს ჯარს, ეს თქვენ ხართ, დონალდ ტრამპ“, – დაწერა ნიუსომმა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის