ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:04 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

კამილა ჰარისს აშშ-ში გირაოთი გათავისუფლების აკრძალვა სურს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში წინასწარი პატიმრობიდან ადამიანების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების აკრძალვა სურს. ინფორმაციას Fox News-ი მის წარმომადგენელზე ჯეიმს სინგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რაც შეეხება ფულის სანაცვლოდ გირაოთი გათავისუფლებას, მას [ჰარისს] სჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომლის მიხედვითაც საზოგადოების უსაფრთხოება და არა შეძლებულობა განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა დარჩეს გისოსებს მიღმა დავაკების შემდეგ“, – ციტირებს ტელეარხი ჰარისის მრჩეველს.

სინგერის თქმით, ჰარისს სურს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებამ დაიცვას ყველა ამერიკელი განურჩევლად მათი ეკონომიკური სტატუსის, სქესისა და რასის.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ჰარისს ჯერ კიდევ 2019 წელს უთქვამს, რომ მას სურს ადამიანების ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება აკრძალოს. ის თვლის, რომ ეს მექანიზმი უსამართლოა.
ჰარისი დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა ყველაზე მეტად ქვეყნის შავკანიან მოსახლეობას აწუხებს, იმიტომ რომ ციხეში მყოფ აფროამერიკელებს ფულის სანაცვლოდ თავისუფლების მოპოვება არ შეუძლიათ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები