ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 8, 2025 03:52 საათი

თბილისი

Sep 8 - Mon
Tbilisi, GE
18°C light rain

კატასტროფულად გვაკლია საარტილერიო იარაღი ლუგანსკში – უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური

უკრაინულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის კონტროლისთვის იბრძვიან, კატასტროფულად აკლიათ საარტილერიო იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა პეტრო კუზიკმა განაცხადა. 

„პრობლემა არ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ცუდი პოზიციები, ან ცუდად მანევრირებთ, პრობლემა ის არის, რომ კატასტროფულად გვაკლია საარტილერიო იარაღი“, – აღნიშნა ეროვნული გვარდიის მეთაურმა.

როგორც ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა,  სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ, თუმცა ინდუსტრიულ ზონაში ოკუპანტები არ არიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის