ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი აცხადებს, რომ ხერსონის დატოვებისას რუსი ჯარისკაცების ნაწილმა დნეპრი ვერ გადალახა და ახლა ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები გადაადგილდებიან.
მისივე თქმით, ოლქში განაღმვის სამუშაოებია ჩასატარებელი რის გამოც მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
„სწორედ ახლა ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ ხერსონის დეოკუპაცია დასკვნით ეტაპზეა, თუმცა გაწმენდისა და განაღმვის მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ქალაქისა და ოლქის გაწმენდის პერიოდში უმჯობესია სახლში დარჩენა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.
დამპყრობელთა უმეტესობამ დნეპრი ვერ გადალახა, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და იმალებიან, არიან ისეთებიც, ვინც დაიხრჩო მდინარის გადალახვის მცდელობისას. არ გამოვრიცხავ, რომ მტერმა რეგიონულ ცენტრში პროვოკაციები მოაწყოს“, – განაცხადა ხლანმა.