ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 18:46 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
18°C few clouds

ხორვატიის პრეზიდენტი – წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ომის გახანგრძლივებას იწვევს.

„წინააღმდეგი ვარ იქ ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის. ეს ახანგრძლივებს ომს. რა არის მიზანი, რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა”, – აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მილანოვიჩმა დაგმო გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდებს შესახებ.

„გერმანული ტანკები რუსეთში – წარმატებებს გისურვებთ ამაში“, – განაცხადა მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტის მტკიცებით, 2014 წელს მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.

„ნათელია, რომ ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინის ნაწილი“, – აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის