ხშირია ფაქტები, როცა უცხოეთიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც პოლარიზაციას უშუალოდ უწყობენ ხელს და ყველაფერს აკეთებენ, რათა დეპოლარიზაცია არ მოხდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ბულინგს რაც შეეხება, ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, რასაც ხშირად ვაწყდებით სოციალურ სივრცეში, როცა განსხვავებულ აზრს ებრძვიან, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაშინება და შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ეს ბულინგიც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ. გულდასაწყვეტია, რომ ძალიან ხშირად უცხოური დაფინანსებით ხდება ასეთი თემების წახალისება. მაგალითად, როცა საუბარია პოლარიზაციის შემცირებაზე. ხშირია ფაქტები, როცა უცხოეთიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც პოლარიზაციას უშუალოდ უწყობენ ხელს და ყველაფერს აკეთებენ, რათა დეპოლარიზაცია არ მოხდეს“, – აღნიშნა კალაძემ.