ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 16, 2025 07:34 საათი

თბილისი

Apr 16 - Wed
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

კიევი გახდა ტერორისტული აქტების პირდაპირი ორგანიზატორი – პესკოვი

„უკრაინის ხელისუფლების განცხადებები მათი მზადყოფნის შესახებ „დახოცონ რუსები მთელ მსოფლიოში“ მიუთითებს იმაზე, რომ კიევი გახდა ტერორისტული აქტების პირდაპირი ორგანიზატორი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის განცხადებაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მკაცრად გმობს მსგავს განცხადებებს.

„ჩვენ გვყავს სპეცსამსახურები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ბუდანოვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების სისწორეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ “, – აღნიშნა პესკოვმა. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის