კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთმა კვლავ სარაკეტო იერიში განახორციელა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ქალაქის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავშესაფრებში დარჩეს.
„მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. პანიკის გარეშე! დარჩით თავშესაფრებში და საჰაერო განგაშის დასრულებას დაელოდეთ“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.
შეტევები უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. ამის გამო იქ ელექტრომომარაგება შეწყდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევები კასპიის ზღვის აკვატორიიდან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.