ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:26 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
14°C clear sky

კიევი მზად არის განიხილოს ნეიტრალიტეტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიას განუცხადა, რომ მზად არის განიხილოს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს და ნეიტრალიტეტს.

“უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. ჩვენ საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან რაღაც დემილიტარიზაციაზე და დენაციფიკაციაზე სასაუბროდ. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარი საკითხებია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.
„უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და მათთვის (რუსეთისთვის) განვიხილავ. ეს ღრმად დამუშავებულია. მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ეს არ იყოს კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმის ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ფურცელი იქცეს სერიოზული შეთანხმებად, რომელცი ხელმოწერილი იქნება ყველა გარანტორის მიერ. აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტორი სახელმწიფოების პარლამენტებში და აუცილებლად უნდა იყოს რეფერენდუმი უკრაინაში.“, — განაცხადა ზელენსკიმ.
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები