ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 13:13 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
6°C overcast clouds

კიევის მეტროსადგურებში მოწყობილი თავშესაფრები ხალხითაა სავსე – ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

კიევის ოლქის გუბერნატორი, ოლექსი კულება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„საჰაერო თავდასხმა გრძელდება. ყველას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას და თავშესაფრებში დარჩენას. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. არსებობს ინფორმაცია ჩამოგდებული ობიექტების შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საჰაერო განგაში ამ დრომდე გრძელდება. ნუ უგულებელყოფთ მას და დარჩით თავშესაფრებში“, – აცხადებს კულება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადამიანები მეტროსადგურებს აფარებენ თავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მეტროში განაცხადეს, რომ წითელ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, მიწისქვეშა სადგურები კი თავშესაფრებად მუშაობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები