ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 3, 2024 21:29 საათი

თბილისი

Dec 3 - Tue
Tbilisi, GE
1°C clear sky

„კიევის რეჟიმი პროვოკაციას გეგმავს, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულოს“ – მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას მტკიცებით, კიევს, დასავლური წარმოების ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით, პროვოკაციის მოწყობა აქვს დაგეგმილი, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულოს.

როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იქნება ბუჩას მსგავსი „პროვოკაცია“.

„ბუჩაზე არაფერია – არც სახელები, არც დაბადების თარიღები, არც პასპორტის მონაცემები, უბრალოდ არაფერი. არც არაფერი ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო.

რაღაც მსგავსი ჩაიფიქრა კიევის რეჟიმმა ამ ჯერზეც. არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ანტირუსული პროვოკაციის დაგეგმვა დასავლური წარმოების მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით, რომ შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციების სტრუქტურებსა და მსოფლიო მედიაში ჩვენი ქვეყნის დადანაშაულების ახალი კამპანია დაიწყონ, თითქოს, შეგნებულად გამოვიყენეთ ქიმიური იარაღი“, – ამბობს ზახაროვა. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები