„ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის.
„საქართველოზე ძალიან ვღელავ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია ,რომელიც სრულიად სხვა რამეს მოელოდა, ვიდრე არის ის, რაც ხდება საქართველოში.
ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის, პრესის თავისუფლებისთვის და ახლა არ მგონია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი.