ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 6, 2022 07:14 საათი

თბილისი

ოქტ 6 - ხუთ
Tbilisi, GE
20°C overcast clouds

კოვიდგავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 527 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების  3 115 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 619 274.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 1 347
  • აჭარა – 125
  • იმერეთი – 461
  •  ქვემო ქართლი – 153
  •  შიდა ქართლი – 189
  •  გურია – 321
  •  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 178
  •  კახეთი – 220
  •  მცხეთა-მთიანეთი – 77
  •  სამცხე-ჯავახეთი – 57
  •  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 146, აჭარაში – 305, იმერეთში – 642.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 718 პირი, მათ შორის, თბილისში – 312, აჭარაში – 91, იმერეთში – 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი,  მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 28, იმერეთში – 18.

70 326 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები