ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 00:08 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
22°C clear sky

კულება: მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს „დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის.

კულებამ აღნიშნა, რომ გამართულ მოლაპარაკებებში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ის არის, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„მე ვისაუბრე სამართლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე და არა ნებისმიერი მშვიდობის. და ჩემმა ჩინელმა კოლეგამ თავად დაამატა, რომ ეს ეხება სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წესი, ჩვენ ვამბობთ მუდმივად, რომ მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და სამართლიანი.

ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, დროებით ცეცხლის შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები