„კონფლიქტის რაიმე გაყინვაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ახლა ცეცხლის შეწყვეტის დრო არ არის“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარიზში ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ ყრუ და გვესმის ხმები პუტინთან მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ“, – თქვა კულებამ.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ კრემლის დიქტატორთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან ის იტყუება და არ ასრულებს შეთანხმებებს.
„რაზე შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელიც ბავშვებს კლავს რაკეტებით, ცრუობს მსოფლიო ლიდერების პირისპირ და ანადგურებს საკუთარ მხლებლებსაც კი, რომლებსაც მან თითქოს გარანტიები მისცა?“ – თქვა კულებამ.