ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 23:26 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, ეს ადამიანები მსგავსი განცხადებებით, უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ვფიქრობ, რომ ბატონი კუბილიუსი და  ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და ისინი რეალურად პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბილიუსს და მეორე ქალბატონს, როგორც ჩანს არ აინტერესებთ, ვინ არის და რას ფიქრობს ქართველი ხალხი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მანამდე, კუბილიუსმა და იუკნევიჩიენემ განაცხადეს, რომ შესაძლოა, ქართველებს მოუწიოთ, აირჩიონ ივანიშვილი, ან ევროპული მომავალი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები