ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 09:40 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
7°C clear sky

„კვარაცხელიას ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო ჯერ კიდევ სჭირდება“ – „ნაპოლის“ მწვრთნელი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „კვარას“ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება.

„კვარაცხელიას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის. ის ჩვენგან განსხვავებული ქვეყნიდანაა ჩამოსული და სხვა რამეებსაა შეჩვეული. ცოტა ადაპტაცია ყოველთვის საჭიროა. ნორმალურია, რომ მან ბოლო მატჩებში ისე ვერ ითამაშა, როგორც დასაწყისში. ეს დამოკიდებულია მეტოქის სიძლიერესა და იმ მომენტში არსებულ მდგომარეობაზეც. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ამ ადაპტაციის დასაჩქარებელ მეთოდს მოვძებნით“, – განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ შემდეგ მატჩს რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები