19 ივლისი, 2025 წელი
ლონდონი, “უემბლის” სტადიონი
ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ლონდონში გამართულ საღამოზე, სადაც მან ინგლისელი მეტოქე ფრენცის ჯეიმსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
შეხვედრა გაიმართა „უემბლის“ სტადიონზე და გურულისთვის ეს მორიგი წარმატებული ნაბიჯი იყო პროფესიულ რინგზე. ბრძოლა მსაჯმა მესამე რაუნდში შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ჯეიმსმა ვეღარ გააგრძელა ორთაბრძოლა ლაშას დომინანტური შეტევების ფონზე.
აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო მასშტაბით დიდი ინტერესით მიმდინარეობს და მისი მთავარი ორთაბრძოლა ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას რემატჩია.
ლაშა გურულის ფორმა და პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ დასტურდება ამ გამარჯვებით. სპორტული საზოგადოების ყურადღება უკვე მის მომდევნო ბრძოლაზეა მიპყრობილი.