ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:49 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

ლავროვი: გერმანიამ უნდა უპასუხოს ყველა კითხვას ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებასთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა გერმანიას მოუწოდა პასუხი გასცეს ყველა კითხვას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან დაკავშირებით. 

„მათ უნდა უპასუხონ ყველა კითხვას და შეწყვიტონ კატეგორიული უარი იმ ფაქტების წარმოდგენაზე, რომელთა აღმოჩენაც არ შეეძლოთ“, – განუცხადა მინისტრმა „იზვესტიას“, „როდესაც ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია არ არის მოწოდებული ოფიციალური არხებით და ჩნდება მხოლოდ საგაზეთო მასალებში ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო“.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია დაჟინებით მოითხოვს გამჭვირვალე, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.

„გერმანიისთვის სამარცხვინოა უბრალოდ ჩუმად აღიარება, თუ როგორ ჩამოერთვათ მისი ენერგიის გრძელვადიანი საფუძველი და შესაბამისად, ეკონომიკური კეთილდღეობა, ეს იყო მისი განვითარების გასაღები“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები