ტელეკომპანია სეზონი

მარტი 12, 2025 14:59 საათი

თბილისი

Mar 12 - Wed
Tbilisi, GE
22°C clear sky

ლევან მახაშვილი: ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს პოლიტიკური მომავალი მძევლად აიყვანოს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეხმაურება ოპოზიციის განცხადებებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამგვარი განცხადებებით ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს პოლიტიკური მომავალი მძევლად აიყვანოს.

„ვფიქრობ, მათი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ რაიმე მოლოდინი, ან იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს აიღებენ და რეალურად შეძლებენ „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში შესვლას.

ამიტომ ისინი დღეს ყოველ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, ფაქტია, რომ უკვე რამდენი ხანია, ისინი ცდილობენ, საქართველოს პოლიტიკური მომავალი ერთგვარად მძევლად აიყვანონ. ამ ტიპის განცხადებები და დემარშებით გამოსვლა არის მცდელობა, მძევლად აიყვანონ საქართველოს არჩევნები და ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის